"ჰეიდარ ალიევმა ჩემი სახელი ყველას გაამეორებინა: "ეს დაიმახსოვრეთო!" - მანანა ჯაფარიძის არნახული წარმატება აზერბაიჯანში და ოჯახური ტრაგედიები



მა­ნა­ნა ჯა­ფა­რი­ძე აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტია და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, ბა­ქო­ში ცხოვ­რობს. მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად 17 წლის ასაკ­ში ჩა­ვი­და და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აა­წყო.

სამ­შობ­ლოს ხში­რად სტუმ­რობს, შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ზრდის და ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ მიწა-წყალს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა.

მა­ნა­ნა ჯა­ფა­რი­ძე AMBEBI.GE-ს სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ის, ოჯა­ხის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ბა­ქო­ში ესა­უბ­რა.



- 1997 წელს, 17 წლის ასაკ­ში, 3-დღი­ან გას­ტრო­ლებ­ზე ვი­ყა­ვი, მის­ტერ და მი­სის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­კურ­სი ტარ­დე­ბო­და. მე რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, სტუ­მა­რი და ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი - მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე მე­ძახ­დნენ, მი­მიწ­ვი­ეს და დე­დას­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. მოხ­და ისე, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნე.

შე­მომ­თა­ვა­ზეს, ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მშობ­ლე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დავ­რჩით. ერთ კვი­რა­ში კი­დევ ერთი თვით დარ­ჩე­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მო­ვი­და, თით­ქოს უკვე ბე­დად იყო გა­და­წყვე­ტი­ლი...

ამ პე­რი­ოდ­ში ბა­ქო­ში, თბი­ლი­სის პროს­პექ­ტზე სო­ლი­დუ­რი "რო­ი­ალ კლუ­ბი" გა­იხ­სნა, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რი სა­მუ­შაო შე­მომ­თა­ვა­ზეს. ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ეს პი­რო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლებს მა­შინ თა­ვის გა­ტა­ნა შეგ­ვეძ­ლო. ეს ძა­ლი­ან დიდი რამ იყო თუნ­დაც იმის­თვის, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მე­საზ­რდო­ე­ბი­ნა. ის შე­მო­სა­ვა­ლი, რაც ყო­ველ­დღი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან შე­მომ­დი­ო­და, ისევ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იდე­ბო­და...



მას მერე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­ვე­დი და დღე­საც ხში­რად გავ­დი­ვარ სა­ზღვარ­გა­რეთ, ავ­სტრი­ა­ში, ლონ­დონ­ში ალ­ბო­მე­ბი მაქვს ჩა­წე­რი­ლი, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა მა­ინც უფრო ჩე­მია, სა­ქარ­თვე­ლოს­თან სი­ახ­ლო­ვეც იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ სხვა­გან.

მა­შინ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ჩემი მშობ­ლე­ბი იღებ­დნენ, დღეს­დღე­ო­ბით კი სამ­წუ­ხა­როდ, მამა არ მყავს, ჩერ­ნო­ბილ­ში დას­ხივ­და და დავ­კარ­გეთ, მაგ­რამ მა­ინც ოჯახ­თან ერ­თად ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დეს, რომ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ფული ჩა­ე­დოთ, პა­ტა­რა ბი­ნა­ში გა­და­ვიდ­ნენ, 1980-90-იან წლებ­ში ექიმს და არ­ქი­ტექ­ტორს ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დან უნდა მო­ე­ტა­ნათ? ბედ­ნი­ე­რი ვარ, თუ ჩემ­მა ბედ­მა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­მაც ასე გა­და­წყვი­ტა და თუ აზერ­ბა­ი­ჯან­ში დარ­ჩე­ნა მე­წე­რა.

- ბედ­სა და და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას­თან ერ­თად, შე­გიძ­ლი­ათ რო­მე­ლი­მე ფაქ­ტო­რის გა­მო­ყო­ფა, რა­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში?

- გე­ტყვით, რა იქ­ნე­ბო­და გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­ო­რე არხზე "ჰიტ პა­რად­ში" ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ნანი ბრეგ­ვა­ძის, ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი შე­მოქ­მე­დი­სა და ადა­მი­ა­ნის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ვას­რუ­ლებ­დი - "ჩემს სიმ­ღე­რას ვინ გა­ი­გებს", ჩემი პე­და­გო­გის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით.

გა­ვი­მარ­ჯვეთ, და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე მი­მიწ­ვი­ეს, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც მა­შინ­დე­ლი რეს­პუბ­ლი­კის, ახლა კი ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის სა­სახ­ლე­ში კონ­ცერ­ტზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ლი­დე­რი, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი ეს­წრე­ბო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წესი და კულ­ტუ­რა იყო, რომ კონ­ცერ­ტის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი მოგ­ვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და კუ­ლი­სებ­ში, ხელს ჩა­მოგ­ვარ­თმევ­და, მად­ლო­ბას გა­დაგ­ვიხ­დი­და, რაც ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო შემ­დე­გი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის.

 

ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კულ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი და დიდი პი­როვ­ნე­ბა იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ახალ­ბე­და ვი­ყა­ვი, პრე­ზი­დენ­ტი კუ­ლი­სებ­ში მობ­რძან­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი იყ­ვნენ. დიდი სი­მაღ­ლით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი და მო­რი­დე­ბუ­ლად უკან ვი­დე­ქი, მან კი ხე­ლე­ბით გა­წია და გა­მო­წია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ხელი მომ­კი­და და მი­თხრა: "შვი­ლო, მო­მი­ახ­ლოვ­დიო“.

ალი­ევ­მა მკი­თხა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად თუ ვსა­უბ­რობ­დი. მხო­ლოდ "ისე რა" ვი­ცო­დი და ეს ვუ­პა­სუ­ხე, რა­ზეც გა­ე­ცი­ნა, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას­თან ერ­თად გულ­ში ჩა­მიკ­რა, გზა და­მი­ლო­ცა და მი­თხრა, ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად სიმ­ღე­რას და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცეკ­ვა­ვო.

შემ­დეგ ყვე­ლა მის თა­ნამ­შრო­მელს ჩემი სა­ხე­ლი გა­ა­მე­ო­რე­ბი­ნა და უთხრა - "ეს სა­ხე­ლი და­ი­მახ­სოვ­რე­თო"

ასე­თი თბი­ლი მი­ღე­ბის შემ­დეგ, ღა­მე­ე­ბი აღარ მე­ძი­ნა და ოჯახ­ში ვამ­ბობ­დი, რომ მინ­დო­და, რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლი წარ­მედ­გი­ნა. თა­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მინ­დო­და გავ­სუ­ლი­ყა­ვი "აზი­ის ხმა­ზე" ყა­ზა­ხეთ­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პი­რო­ბე­ბი ვერ შე­იქ­მნა - ბევ­რი სა­ბუთი იყო სა­ჭი­რო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან და აღარ გა­მო­ვი­და.



ამ სურ­ვი­ლით მივ­მარ­თე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც მი­თხრეს: "გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, მაგ­რამ რის­კავთ, ქრის­ტი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი ხართ, ამ­ხე­ლა ტვირთს იღებთ თავ­ზე და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­დგე­ნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აო". ვუ­თხა­რი: თუ ჩემი ბედი იქ­ნე­ბა, იქ ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გენ აზერ­ბა­ი­ჯანს და გრან პრი თუ არ მერ­გე­ბა, პირ­და­პი­რი რე­ი­სით დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში აღარ ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი. არ ვიცი, ეს რა რწმე­ნამ მათ­ქმე­ვი­ნა...

როცა გა­მო­ა­ცხა­დეს, გრან პრი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­ნა­ნა ჯა­ფა­რი­ძეს ერ­გოო, პირ­ჯვა­რი გა­და­ვი­წე­რე, ღმერ­თო, დი­დე­ბა შენ­და-მეთ­ქი. ამას მოჰ­ყვა სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით ისევ ვი­მარ­ჯვებ­დი. ერთი სი­ტყვით, ეს იყო ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მართ იმ დიდ დახ­ვედ­რა­ზე.

პო­პუ­ლა­რო­ბას არას­დროს ვე­დევ­ნე­ბო­დი. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩემ­მა გარ­დაც­ვლილ­მა ძმამ მო­მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც 9 წლით უფ­რო­სი იყო. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, ვო­კა­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან სი­ა­რუ­ლი მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ვა­კე­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, 55-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მზი­უ­რი, ვა­კის პარ­კი, ვაკე, კუს ტბა - ეს ჩემი მა­სა­ზარ­დო­ე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბია, სა­დაც ოჯახს დავ­ყავ­დი.



როცა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ძმა მა­სე­ირ­ნებ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლავს ახე­დე და და­ი­მახ­სოვ­რე, უნდა შე­ე­ცა­დო, იყო საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი და არა - პო­პუ­ლა­რუ­ლი და რო­დე­საც იგ­რძნობ, რომ მარ­ტო ხარ, თუ მე შენ გვერ­დზე არ ვიქ­ნე­ბი, იცო­დე, ეს ვარ­სკვლა­ვი მე ვარ და მფარ­ვე­ლო­ბას გი­წე­ვო. ეს ვარ­სკვლა­ვი ჩემი დიდი ძა­ლაა, ამი­ტომ ჩემ­თვის მთა­ვა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა არ არის.

ზოგი ფიქ­რობს, რომ მი­ვაღ­წიე რა­ღა­ცას, უხვ პო­პუ­ლა­რო­ბას და მა­გა­რი ტიპი ვარ - არა, ჩემ­თვის სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია. მთა­ვა­რია, ჩემი ოჯა­ხის სახე ვა­ტა­რო, შემ­დეგ კი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვიყო.

 

- რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ეს პრო­ფე­სი­ულ კუ­თხეს და გი­ფიქ­რი­ათ, რომ სამ­შობ­ლო­ში ჩა­გე­წე­რათ ალ­ბო­მი?

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში იყო და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ე­თე­რებ­სა და რა­დი­ო­ში ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს მე­ძახ­დნენ, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ კი აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას მეტი დრო და­ვუთ­მე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ნელ-ნელა მი­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა. იყო გუ­ლის­წყვე­ტაც, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და სამ­შობ­ლო, მინ­დო­და ჩა­მოს­ვლა, უძი­ლო, თეთ­რი და ცრემ­ლი­ა­ნი ღა­მე­ე­ბი გა­მი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ამის პი­რო­ბა არ იყო. უკვე გა­დად­გმუ­ლი მქონ­და ნა­ბი­ჯე­ბი, ჩემი ყო­ვე­ლი დღეც გა­წე­რი­ლი იყო.



ყო­ფი­ლა დღე­ე­ბი, თბი­ლის­ში მა­ტა­რებ­ლით ჩა­მოვ­სულ­ვარ, მოვ­ფე­რე­ბი­ვარ ჩემს მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს, სა­ღა­მოს კი დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ - დღეც არ ვრჩე­ბო­დით. ახლა შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კი მაქვს და უფრო ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ. მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში კერ­ძო მიწ­ვე­ვე­ბით ჩა­მოვ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა, სოლო-კონ­ცერ­ტის სა­ხით სამ­სა­ა­თი­ა­ნი გა­მოს­ვლაც იყოს, მაგ­რამ მა­ინც კერ­ძო მიწ­ვე­ვაა.

ყო­ველ­თვის მზად ვარ ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის, კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის­თვის, უბ­რა­ლოდ, ეს მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იქი­დან უნდა იყოს ინი­ცი­ა­ტი­ვა. სა­ხელ­მწი­ფო მიწ­ვე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს 2015-ში იყო, ასე­ვე, მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სო­ბა­ზე სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის სტა­ტუ­სიც მო­მა­ნი­ჭეს, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლიც გახ­ლა­ვართ - ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ჯილ­დოა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ვარ.

ჩემი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბი­ან, მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლი მყავს, გი­ორ­გი გა­ბე­ჩა­ვა. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­მა­რი არ ვარ, ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემს ქარ­თვე­ლო­ბა­სა და მიწა-წყალს, ამი­ტო­მაც ვარ ახ­ლოს.




- ძმა და მამა ახ­სე­ნეთ... მათ რა ტრა­გე­დი­ე­ბი შე­ემ­თხვათ?

- ძმა ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, 1989 წელს, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ამ­დე. აგ­ვის­ტო­ში, 17 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა გერ­მა­ნი­ა­ში. 6 თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი მის ჩა­მოს­ვლამ­დე. იქ უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ამას ბო­ლომ­დე ჩვენც ვერ ვარ­კვევთ და მან ალ­ბათ ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი აზერ­ბა­ი­ჯან­ში დარ­ჩე­ნა - მინ­დო­და, დედა გან­მე­რი­დე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან, მან მომ­ხდა­რი ძლივს გა­და­ი­ტა­ნა.

ჩემს ძმას­თან ახ­ლოს ალ­ბათ, ვე­რას­დროს მი­ვალ - უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი, მუ­სი­კა­ლუ­რი იყო, ათწლე­დი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ვი­ო­ლონ­ჩე­ლოს გან­ხრით, იყო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ბოქსში, და­დი­ო­და კა­რა­ტე­ზე. ამ სი­ტყვე­ბით ვი­ტყვი: ის იყო "უჯიგ­რე­სი" ძმა, სხვა­ნა­ი­რად ამას ვერ ვი­ტყვი. იმ დღი­დან ჩემი ბავ­შვო­ბა გაქ­რა, სულ დეპ­რე­სია იყო და მშობ­ლე­ბი ცო­ცხა­ლი თუ გა­და­მირ­ჩე­ბოდ­ნენ, არ ვი­ცო­დი.

გას­ტრო­ლი უცა­ბე­დად და­ი­გეგ­მა, დე­და­ჩე­მის სტი­მუ­ლით აღვსი­ლი თვა­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, ტრა­გი­კულ ცრემლს უკვე იმე­დის ცრემ­ლიც ახ­ლდა და ვუ­თხა­რი, კარ­გია აქ და ვი­ყოთ-მეთ­ქი. მამა კი სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნუ­კურ­ნე­ბელ­მა და­ა­ვა­დე­ბამ წაგ­ვარ­თვა. ჩერ­ნო­ბილ­ში მსა­ხუ­რობ­და, ჩერ­ნო­ბილ­მა კი თა­ვი­სი ნაკ­ვა­ლე­ვი და­უ­ტო­ვა. 40 წლის ასაკ­ში და­ა­ვა­დე­ბა და­ე­წყო, 56 წლის ასაკ­ში კი დავ­კარ­გეთ. ბოლო დღემ­დე ერ­თად ვი­ყა­ვით, ჩავ­დი­ო­დი, ვლო­ცუ­ლობ­დი და მეც და დე­დაც მი­სით ვცო­ცხლობ­დით.

ბოლო 5 თვე მამა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, ვერ და­დი­ო­და და დედა ამ­ბობ­და, ცო­ცხა­ლი იყოს, ოღონდ ხმა მეს­მო­დეს, სულ ნუ იმოძ­რა­ვებს, თვა­ლე­ბი და­მი­ხამ­ხა­მოს, და­მე­თან­ხმოს და იყო­სო... გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში ვკი­თხე, რო­გორ ვი­ცო­ცხლო-მეთ­ქი. სხვას შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, ასე და ასე მო­ი­ქე­ციო, მაგ­რამ მან ერთი სი­ტყვით ყვე­ლა­ფე­რი თქვა - ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეს, ვისი შვი­ლი ხარო.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლია, მოგ­ვი­ყე­ვით ოჯახ­ზე...

- იცით მე­რე­და, რა ქარ­თვე­ლი?! ადრე მით­ქვამს, მინ­და, ჩემს მე­უღ­ლეს გი­ორ­გი ერ­ქვას-მეთ­ქი, წმინ­და სა­ხე­ლია ჩემ­თვის. ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი არა, მთლი­ა­ნად ჩემ­ნა­ი­რია, მე კი - მის­ნა­ი­რი. ოჯა­ხი­სე­უ­ლი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, კულ­ტუ­რა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გვაქვს აყ­ვა­ნი­ლი.



მა­მა­ჩე­მის წლის­თავ­ზე მე და დედა ზღვა­ზე, ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­ვე­დით, რო­მე­ლიც მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. დე­დას იქ ჩას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა. კა­რი­ე­რის­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ სახ­ლში მარ­ტო მე და დედა დავ­რჩით, ვუ­თხა­რი ზღვას და მა­მა­ჩემს, მის სულს და ჩემს ძმას: ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად მზად ვარ და თუ არ­სე­ბობს ზღვა სიყ­ვა­რუ­ლი, დაე, მეწ­ვი­ოს-მეთ­ქი.

10 დღით ვი­ყა­ვით ჩა­სუ­ლე­ბი, მე-9 დღეს კი გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლე­თე­ლია, სახ­ლში ჩა­მო­ვი­და. ზღვა­ში შე­ცურ­ვას აპი­რებ­და, მის­მა ძმებ­მა შე­ცუ­რეს, მან კი გა­მო­ი­ხე­და და მკი­თხა: "თქვენ ის ბავ­შვი არ ხართ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში რომ მოღ­ვა­წე­ობთ და ჩვენ რომ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­თო?" მე­უ­ხერ­ხუ­ლა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში წარ­მად­გენ­დნენ, რო­გორც "მა­ნა­ნა ხა­ნუმ", რაც ქალ­ბა­ტო­ნოს ნიშ­ნავს და ვი­ფიქ­რე, რა ბავ­შვი?! მერე და­ვუბ­რუნ­დი ჩემს სა­წყისს და ვუ­თხა­რი, დიახ, ის გახ­ლა­ვართ-მეთ­ქი. თბი­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­წყდა. გა­ვი­და 1 თვე, მან მი­პო­ვა, ბა­ქო­ში გაგ­ვა­ცი­ლა, 3 თვის მერე შემ­დე­გი ზარი იყო და ასე გაგ­რძელ­და.



წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა ჩვე­ნი გუ­ლის ჩი­ვი­ლი გა­ი­გო­ნეს და დაგ­ვლო­ცეს. ჯვა­რი სა­მე­ბა­ში და­ვი­წე­რეთ, ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა დაგ­ვლო­ცა მა­მაო თე­ი­მუ­რაზ­თან ერ­თად - მათ ვა­დი­დებთ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეყ­ვა­რე­ბა. ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვენს და­ლოც­ვილ, წმინ­და ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მელ­საც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ეწო­დე­ბა.

11 წლის ელი­სა­ბე­დი და 5 წლის და­ვი­თი გვყავს. ძი­რი­თა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბი­ან, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და ადათ-წე­სებ­ში. ლი­ზი­კო ცეკ­ვა­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში და­დის, სკო­ლა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მო­წა­ფეა, ორი­ვე მღე­რის და ჩემს პე­და­გოგ­თან, რუ­სი­კო ბახ­ტა­ძეს­თან და­დი­ან. იმ სიყ­ვა­რუ­ლით იზ­რდე­ბი­ან, რაც მე ჩემი სამ­შობ­ლოს­გან მი­ვი­ღე. მე და მე­უღ­ლე ხან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვართ, ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში. დე­და­ჩე­მი ხუმ­რო­ბით ჩიტო-გვრი­ტოს მღე­რო­და ჩვენ­ზე - რად­გან ხან აქეთ დავფრი­ნავთ, ხან - იქით.